2014-12-09
“თსუ გორდელას“ აქცია-კონცერტი თსუ-ში
9 დეკემბერს, 18.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
“თსუ გორდელას“ აქცია-კონცერტი ჩატარდება. კონცერტში ანსამბლი „უნივერსიტეტი“ და მომღერალი ზურა დათიკაშვილიც მიიღებენ მონაწილეობას.
აქცია-კონცერტი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად იმართება. პარალელურად იგეგმება სისხლის ჩაბარების აქცია „გაიღე სისხლი მათი სიცოცხლის გადასარჩენად“. სისხლის ჩაბარების აქცია თსუ-ში 16.00 საათიდან დაიწყება.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი