2014-12-09

“თსუ გორდელას“ აქცია-კონცერტი თსუ-ში

9 დეკემბერს, 18.00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში “თსუ გორდელას“ აქცია-კონცერტი ჩატარდება. კონცერტში ანსამბლი „უნივერსიტეტი“ და მომღერალი ზურა დათიკაშვილიც მიიღებენ მონაწილეობას.

აქცია-კონცერტი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად  იმართება. პარალელურად იგეგმება  სისხლის ჩაბარების აქცია „გაიღე სისხლი მათი სიცოცხლის გადასარჩენად“. სისხლის ჩაბარების აქცია  თსუ-ში 16.00 საათიდან დაიწყება.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი