2013-05-29

VTB ბანკის უფროსი ვიცე-პრეზიდენტის საჯარო ლექცია თსუ-ში

29 მაისს, 14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსეთის ერთ–ერთი უმსხვილესი VTB–24 ბანკის  (Внешторгбанк-24)  უფროსი ვიცე–პრეზიდენტი ვიაჩესლავ გრიცენკო წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „საბანკო სისტემა საერთაშორისო ბაზარზე და საბანკო ქეისები“.

სამუშაო ენა - რუსული, ქართული თარგმანით.
თსუ სტუდენტების, დოქტორანტების და პროფესორ–მასწავლებლების დასწრება თავისუფალია.

მისამართი: უნივერსიტეტის ქ. 2,  თსუ X (მაღლივი) კორპუსის ბიბლიოთეკა (მე–2 სართული)

« იხ. ყველა ანონსი