2014-06-30

საერთაშორისო კონფერენცია “არგო 2014 – ლეგენდის გაცოცხლება”

30 ივნისს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტიმ სევერინისა და "ახალი არგონავტების" საქართველოში მოგზაურობიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება.  კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ტიმ სევერინი, "ახალი არგონავტების" ექსპედიციის წევრები, თსუ აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი № 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი