2014-12-19

თსუ გორდელას კონცერტი

19 დეკემბერს, 14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „თსუ გორდელას“ კონცერტი გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოში ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი, საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია, მოწვეული სტუმრები, სტუდენტები, პროფესორები დაესწრებიან.

„თსუ გორდელას“ კონცერტი ეძღვნება ხანუკას დღესასწაულს და საქართველო-ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 20 წლისთავს.
Q
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

« იხ. ყველა ანონსი