2015-10-29
სახელმძღვანელო წიგნის „ოსური ფოლკლორის“ პრეზენტაცია
29 ოქტომბერს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სახელმძღვანელო წიგნის
„ოსური ფოლკლორის“ პრეზენტაცია. სახელმძღვანელოს ავტორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ხვთისო მამისიმედაშვილი.
საქართველოში პირველად დაიბეჭდა ოსური ფოლკლორის სახელმძღვანელო. ხვთისო მამისიმედიშვილი წიგნში განიხილავს ოსური ფოლკლორის ჟანრობრივ შემადგენლობას კონკრეტული ტექსტების ტიპოლოგიური, სტრუქტურული და მხატვრული ანალიზის მიხედვით. წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგის სპეციალისტებისა და ოსური ზეპირსიტყვიერებით დაინტერესებული მკითხველისთვის.
ხვთისო მამისიმედიშვილის „ოსური ფოლკლორი“ გამოიცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო საგამომცემლო საბჭოს გადაწყვეტილებით.
ოსური ზეპირსიტყვიერების შესახებ ამ ტიპის სახელმძღვანელო არ გამოცემულა არც რუსულ და არც ოსურ ენებზე.
ღონისძიების ორგანიზატორია თსუ კავკასიოლოგიის ინსტიტუტი.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 101-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი