2010-03-16

გაცვლითი პროგრამები ბაკალავრებისთვის


ინგლისურენოვანი გაცვლითი  პროგრამები  თსუ  II და III სასწავლო წლის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის!

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს 2010/2011 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის გაცვლით პროგრამებზე:

ტარტუს უნივერსიტეტი  – სოციალურ და პოლიტიკურ; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა; იურიდიული ფაკულტეტები (www.ut.ee )

ვილნიუსის უნივერსიტეტი – სოციალურ და პოლიტიკურ; ზუსტ და საბუნებისმეტყველო; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა; ეკონომიკისა და ბიზნესის; იურიდიული ფაკულტეტები (www.vu.lt )

ლატვიის უნივერსიტეტი  – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტები (www.lu.lv )

ბრატისლავას უნივერსიტეტი  – სოციალურ და პოლიტიკურ; ზუსტ და საბუნებისმეტყველო; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტები (www.uniba.sk )

ვიადრინას უნივერსიტეტი – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა; ეკონომიკისა და ბიზნესის; იურიდიული ფაკულტეტები  (www.euv-frankfurt-o.de/en )

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
  • ბიოგრაფია/CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
  • აკადემიური მოსწრების ფურცელი (ქართულ ენაზე, დეკანატის ბეჭდითა და შესაბამისი ხელმოწერით დამოწმებული)
  • ერთი რეკომენდაცია (ქართულ ენაზე)
  • მოტივაციის წერილი (ქართულ და ინგლისურ ენებზე, 3 ეგზემპლარად)
  • 2  ფერადი ფოტო–სურათი ზომით 3/4
  • პასპორტის ასლი
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ


საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2010 წლის 8 აპრილის 12 საათი
(თსუ II კორპუსი, ოთახი 154, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი)
შესარჩევი კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:  I ეტაპი –  ინგლისური ენის ტესტი (B2 დონე); II ეტაპი – გასაუბრება


გერმანულენოვანი გაცვლითი  პროგრამები  თსუ  II და III სასწავლო წლის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის!

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურს 2010/2011 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის გაცვლით პროგრამებზე:

იენის უნივერსიტეტი – სოციალურ და პოლიტიკურ; ზუსტ და საბუნებისმეტყველო; ჰუმანიტარული მეცნიერებათა; იურიდიული; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტები (www.uni-jena.de )

გისენის უნივერსიტეტი –
იურიდიული; ეკონომიკისა და ბიზნესის; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფია–გეოლოგიის მიმართულება (www.uni-giessen.de )

პოტსდამის უნივერსიტეტი –
სოციალურ და პოლიტიკურ; ზუსტ და საბუნებისმეტყველო; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა; იურიდიული; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტები (www.uni-potsdam.de )

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  • სააპლიკაციო ფორმა (იენის უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმა; გისენის უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმა)
  • ბიოგრაფია/CV (ქართულ და გერმანულ ენებზე, მხოლოდ პოტსდამის უნივერსიტეტის სტიპენდიისათვის)
  • აკადემიური მოსწრების ფურცელი (ქართულ ენაზე, დეკანატის ბეჭდითა და შესაბამისი ხელმოწერით დამოწმებული)
  • ერთი რეკომენდაცია (ქართულ და გერმანულ ენებზე)
  • სასურველია გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ორი ფერადი ფოტო–სურათი ზომით 3/4
  • პასპორტის ასლი
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ


საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2010 წლის 8 აპრილის 12 საათი
(თსუ II კორპუსი, ოთახი 154, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი)
შესარჩევი კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: I ეტაპი –  გერმანული ენის ტესტი (B2 დონე); II ეტაპი – გასაუბრება



იტალიურენოვანი გაცვლითი  პროგრამა  თსუ  II და III სასწავლო წლის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის იტალიური ენის მიმართულების ბაკალავრიატის II და III სასწავლო წლის სტუდენტებისათვის კა’ფოსკარის უნივერსიტეტში (იტალია) გაცვლითი სტუდენტის სტატუსით 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სწავლის უფლების მოსაპოვებლად. (www.unive.it)

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა იტალიური ენის სრულყოფილად ცოდნა.

     კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
  • ბიოგრაფია/CV (ქართულ და იტალიურ ენებზე)
  • აკადემიური მოსწრების ფურცელი ((ქართულ ენაზე, დეკანატის ბეჭდითა და შესაბამისი ხელმოწერით დამოწმებული)
  • რთი რეკომენდაცია (ქართულ ენაზე)
  • მოტივაციის წერილი (ქართულ და იტალიურ ენებზე, 3 ეგზემპლარად)
  • ორი ფერადი ფოტო–სურათი ზომით ¾
  • პასპორტის ასლი
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
საკონკურსო კომისია სააპლიკაციო დოკუმენტაციის შემოწმების შემდეგ გამოავლენს ზეპირ გასაუბრებაზე დაშვებულ აპლიკანტებს, რომელთაგანაც შეირჩევა 2 გამარჯვებული და 2 სარეზერვო კანდიდატი. მიმღები უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს მომსახურების შემდეგ პაკეტს:
  • ოთახი საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებელში
  • კვების ტალონი
  • უფასო სწავლა

!!! მომსახურების პაკეტში არ შედის მგზავრობის ღირებულება და ჯანმრთელობის დაზღვევა.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 მარტის 12 საათი.  დაგვიანებული ან/და არასრული აპლიკაციები არ მიიღება!!!
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და საბუთების ჩასაბარებლად მიმართეთ თსუ–ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს;  თსუ II კორპუსი, ოთახი 154. ტელ: 25 02 12





საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი

« იხ. ყველა ანონსი