2015-04-28

შეხვედრა განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებთან

28 აპრილს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები თსუ სტუდენტებს და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

საუბარი შეეხება განათლების საერთაშორისო ცენტრის  მიერ გამოცხადებულ კონკურსს, რომელიც აშშ-ის, ევროპის და აზიის წამყვან უნივერსიტეტებში საქართველოს მოქალაქეებისათვის სწავლის დაფინანსებას ითვალისწინებს.

შეხვედრა 1 საათს გასტანს და 20 წუთიანი პრეზენტაციის შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

განათლების საერთაშორისო ცენტრმა კონკურსი შემდეგ პროგრამებზე გამოაცხადა:
  • საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა;
  • საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამა.

2015-2016 სასწავლო წლისათვის საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების მსურველთა საკონკურსო განაცხადების მიღება 20 მარტიდან დაიწყო და 15 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

მისამართი: ი.ჭავავაძის №1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია №307


« იხ. ყველა ანონსი