2018-12-06
რუსუდან ნიშნიანიძის წიგნის პრეზენტაცია
6 დეკემბერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ რუსუდან ნიშნიანიძის ორტომეულის ,,უცნობი ჯორჯ (გიორგი) პაპაშვილი" პრეზენტაცია გაიმართება.
ორტომეული ეხება ქართული წარმომავლობის ამერიკელი მწერლისა და მოქანდაკის ჯორჯ-გიორგი პაპაშვილის შემოქმედებას. 1945 წელს, ჯორჯ-გიორგი პაპაშვილისა და მისი მეუღლის თანაავტორობით დაწერილი წიგნი ,,ყველაფერი შეიძლება მოხდეს" ბესტსელერად იქცა. წიგნი ითარგმნა მსოფლიოს 17 ენაზე. ორტომეულის ავტორი, რუსუდან ნიშნიანიძე თსუ სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა აშშ-ში ლიჰაის უნივერსიტეტში, სადაც გაეცნო ჯორჯ და ჰელენ პაპაშვილების უნიკალურ საარქივო მასალას.
ორტომეულში წარმოდგენილი არაერთი ბიოგრაფიული ცნობა და შემოქმედებითი ამბავი, ასევე, უნიკალური ფოტოები სრულიად უცნობია მკითხველისთვის და სწორედ აღნიშნულ გამოცემაში ქვეყნდება პირველად.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია.