2016-10-17

VII საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი

17 ოქტომბერს, 12:00 საათზე,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  VII საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი გაიხსნება. სიმპოზიუმის თემაა „საქართველო ევროპული ცივილიზაციის კონტექსტში“.
 
ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, უცხოელი მეცნიერები ფილადელფიის, ბოსტონის, იერუსალიმის, ბირმინგემის, ტოკიოს,  ვარშავის,  თეირანის,  ვენეციის, ფრანკფურტის, ბრემენის, იენის, ნიურნბერგის, მაინცის, პარიზის, მადრიდის, ინსბრუკის, მოსკოვის, კიევის, რიზეს უნივერსიტეტებიდან და სამეცნიერო ცენტრებიდან, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან.

სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს აკადემიური სექციები ქართველოლოგიური მეცნიერებების ყველა მიმართულებით: რუსთველი და რუსთველოლოგია, ივანე ჯავახიშვილი და ქართული ისტორიოგრაფია, ქართველური ენათმეცნიერება, შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურა, ახალი და უახლესი ქართული ლიტერატურა, ქართულ-საზღვარგარეთული ლიტერატურული ურთიერთობები, არქეოლოგია, საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური პერსპექტივები, ფოლკლორი, ეთნოლოგია, ქარტული ფილოსოფიის ისტორია, ქართული ხელოვნება. ქართველი და უცხოელი მეცნიერ-მკვლევრები წაიკითხავენ მოხსენებებს.

სიმპოზიუმი ტარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

VII საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი 22 ოქტომბერს დასრულდება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1,   თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი  
« იხ. ყველა ანონსი