2014-10-23

ფორუმი "საქართველოს მთავრობის მენეჯმენტის ხარისხი - საერთაშორისო შემაჯამებელი ექსპერტიზა, პრობლემები და გამოწვევები"

23 ოქტომბერს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტში გაიმართება ფორუმი "საქართველოს მთავრობის მენეჯმენტის ხარისხი - საერთაშორისო შემაჯამებელი ექსპერტიზა, პრობლემები და გამოწვევები".

ფორუმზე წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს 20-ზე მეტი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციისა და პროექტის ექსპერტული სარეიტინგო შეფასებები საქართველოს მთავრობის საქმიანობის ხარისხთან დაკავშირებით; ასევე დაგეგმილია მსოფლიო ბანკის პროექტ Worldwide Governance Indicators-ის (WGI) ფარგლებში მომზადებული საქართველოს მთავრობის შეფასების ანგარიშის განხილვა-პრეზენტაცია.

ფორუმს დაესწრებიან  არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები, საზოგადოებრივი და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

ფორუმის ორგანიზატორია „თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცეტრი".

მისამართი: ი. ჭავჭავაძის 1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია 107

« იხ. ყველა ანონსი