2014-11-06
თსუ ეკოკლუბი ჭიათურაში ქარსაცავ ზოლს გააშენებს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოკლუბის ორგანიზებით
6 ნოემბერს ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ითხვისის ტერიტორიაზე გაშენებულ ქარსაცავ ზოლში 500 ძირი სხვადასხვა ჯიშის ხე დაირგვება.
თსუ ეკო კლუბის ინიციატივით ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ითხვისის ტერიტორიაზე ქარსაცავი ზოლის გაშენება მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც ფიჭვის 300-მდე ნერგი სამ ზოლად დაირგო. გაშენებული ზოლი ქარისგან დაიცავს საავტომობილო გზატკეცილს. თავის დროზე, 90-იან წლებში არსებული ქარსაცავი მოსახლეობამ გაჩეხა. ზემო იმერეთში ზამთარში ხშირად იკეტება გზა ძლიერი ქარბუქის და ნამქერის გამო. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქარებს მოხნული მიწის ფენებიც გადააქვს, რაც მიწის გამოფიტვას იწვევს.
ქარსაცავი ზოლის გაშენების იდეას შეურთდნენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ჭიათურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, ჭიათურის სკოლის მოსწავლეები და თსუ–ს სტუდენტები. ღონისძიებაში ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც. თსუ–ეკო კლუბის ინიციატივით მომავალში სხვა ტერიტორიებზეც იგეგმება ქარსაცავი ზოლების გაშენება.
თსუ 95 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2013 წელს თსუ ეკო კლუბის ინიციტივით სოფელ ითხვისში აღმოჩენილ მღვიმეს „თსუ-95“ ეწოდა.

« იხ. ყველა ანონსი