2015-05-11

გერმანიისა და ბოლონიის პროცესის აღმოსავლელ წევრ ქვეყანათა უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლობის ფორუმი

11 მაისს, 10.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლონიის პროცესში მონაწილე აღმოსავლეთის ქვეყნების  უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლობის ფორუმი გაიმართება. ფორუმის ორგანიზატორია გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახური (DAAD).  

ფორუმში საქართველოს, გერმანიის, რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ფორუმის მიზანია გერმანულ და ქართულ უნივერსიტეტებს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი