2013-02-13

დოკუმენტური ფილმის „თსუ გორდელა“ პრეზენტაცია და კონცერტი

13 თებერვალს, 18.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოკუმენტური ფილმის „თსუ გორდელას“ პრეზენტაცია და ფოლკლორული ანსამბლის „თსუ გორდელას“ სოლო-კონცერტი გაიმართება.
დოკუმენტური ფილმი  ანსამბლის შემოქმედებას, ისტორიას შეეხება;  ცნობილი პიროვნებები საკუთარ აზრს გამოთქვამენ „თსუ გორდელას“ შემოქმედებაზე. ფილმის რეჟისორია რამაზ ბლუაშვილი, ოპერატორი - გიორგი ბაბილოძე.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი