2010-10-28

პირველად სამხრეთ კავკასიაში მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული და მასშტაბური პროექტის ATLAS-ის ფარგლებში სამუშაო ვიზიტი/სწავლება

                 CERN-ის ექსპერტები თსუ-ში

28-29 ოქტომბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში CERN -ის ექსპერტები ეწვევიან. ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული და მაშტაბური პროექტის – ATLAS – ფარგლებში პირველად სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის გაიმართება სამუშაო შეხვედრა.  CERN-იდან ჩამოსული 12 ექსპერტი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ბირთვულ კვლევებში მომუშავე სპეციალისტებს თეორიულ და 5 პრაქტიკულ სესიას ჩაუტარებს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინჟინერიაში. სამუშაო შეხვედრების ერთ-ერთ მიზანს CERN-ში შექმნილი ახალი ინტერნეტსისტემის _ GRID-ის პრეზენტაცია, მისი შესაძლებლობებისა და მოხმარების წესის გაცნობა წარმოადგენს. ახალი ინტერნეტსისტემა არსებულზე ათასჯერ უფრო სწრაფი და, შესაბამისად, მეტი მოცულობის იქნება.
დამატებითი ინფორმაცია სამუშაო შეხვედრის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე:
« იხ. ყველა ანონსი