2015-03-05

ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა-კონკურსი 2015

5 მარტს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზამთრის  ქართველოლოგიური სკოლა-კონკურსი 2015 - ის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე, ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე, პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, სტუდენტები და მოსწავლეები დაესწრებიან.

ზამთრის სკოლა-კონკურსის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობაში  ქართველოლოგიური მეცნიერებებისადმი ინტერესის გამოვლენა და ამ მიმართულების მეცნიერებებისადმი მომავალი სამეცნიერო კადრის მომზადება, მათთვის  ქართველოლოგიის უახლესი ტენდენციების  გაცნობა.  ზამთრის სკოლა გამიზნულია საქართველოს სხვადასხვა  რეგიონში მცხოვრებ სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებსა (IX-XII) და ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის. კონკურსში ჩაერთო უამრავი სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. შემოსული მასალა გადაეცა კომპეტენტურ ჟიურის, რომელმაც გამოავლინა ფინალისტები.

ღონისძიების ორგანიზატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი და ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაცია.

6 მარტს, 13.00 საათზე თსუ I კორპუსის 107-ე აუდიტორიაში გაიმართება ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა-კონკურსის დასკვნითი ღონისძიება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 13, თსუ მერვე კორპუსი, 220-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი