2010-11-15

თსუ-ის პროფესორების საჯარო ლექცია პერევის სკოლაში

15 ნოემბერს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები პერევის სკოლას ესტუმრებიან.  საჩხერის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ პერევში თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის წარმომადგენლები სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის საჯარო ლექციას ჩაატარებს. ლექციის მსმენელებს თემაზე ,,საქართველოს სტიქიური პროცესები” პროფესორი გიორგი დვალაშვილი ესაუბრება.
ღონისძიების ფარგლებში იგეგმება პერევის სკოლისათვის სახელმძღვანელოების, დამხმარე გეოგრაფიული და მხატვრული ლიტერატურის გადაცემა.

« იხ. ყველა ანონსი