2015-06-13

დისკუსია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტთან დაკავშირებით

13 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულებასთან არსებული თინათინ წერეთლის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის წევრები, ამავე მიმართულების პროფესორ-მასწავლებლები ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევიან.

ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება საზოგადოების წევრების შეხვედრა ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებთან. გაიმართება დისკუსია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტის ირგვლივ.  მომხსენებლები განიხილავენ კოდექსის პროექტის საკვანძო საკითხებსა და სიახლეებს.

« იხ. ყველა ანონსი