2017-09-18

პროფესორ გეილ ვაიტფორდის საჯარო ლექცია

18 სექტემბერს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ მედიცინის ფაკულტეტის ოკუპაციური თერაპიის მიმართულების ორგანიზებით პროფესორ გეილ ვაიტფორდის საჯარო ლექცია "თანამონაწილეობის გაზრდა არახელსაყრელ მდგომარეობაში მყოფი სტუდენტებისათვის" გაიმართება.

ლექცია წარიმართება ინგლისურ ენაზე.

პროფესორი გეილ  ვაიტფორდი (BAppSc; MHSc: PhD) ოკუპაციურ თერაპიასა და ოკუპაციურ მეცნიერებაში წამყვანი მკვლევარია, დაჯილდოვებული საერთაშორისო პრემიებით. პროფესორ გეილს გამოქვეყნებული აქვს 3 წიგნი და 120-მდე სტატია. სოციალური ინკლუზიის დარგში გეილი ავსტრალიის პირველი ვიცე-კანცლერი იყო. მანამდე ის კვლევით ცენტრს ხელმძღვანელობდა, ამჟამად კი კანცლერის მოადგილეა კვლევით დარგში. გეილ ვაიტფორდი ქვინსლენდში, გრიფიტის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის დამხმარე პროფესიათა სკოლაში მოღვაწეობს. გეილი ავსტრალიის ოკუპაციური თერაპიის კვლევის ფონდის თავმჯდომარე და ვაიტფორდის საკონსულტაციო ცენტრის დირექტორია.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია



« იხ. ყველა ანონსი