2014-12-16
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ შორის
16 დეკემბერს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კომპანია ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა მოაწერენ ხელს.
მემორანდუმის მიზანია „უნივერსიტეტის“ სტუდენტების დახმარება პროფესიული უნარების განვითარებაში, მათი დასაქმების ხელშეწყობა და „კომპანიისთვის“ მომავალი საკადრო რეზერვის შექმნა. ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების, დამსაქმებელთან სტუდენტების დაახლოების, შრომის ბაზრისთვის მათი უკეთ მომზადების მიზნით მხარეები პერიოდულად მოაწყობენ ერთობლივ ღონისძიებებს, შეხვედრებს, სემინარებს. სასწავლო მიმართულებების ხელშეწყობისა და წარმატებული სტუდენტების წახალისების მიზნით: „კომპანია“ თავად განსაზღვრავს პრიორიტეტულ მიმართულებას და მის მიერვე ორგანიზებული კონკურსის საფუძველზე შეარჩევს საკუთარ „სტიპენდიატს“ .,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ სახელობის სტიპენდია წელს გადაეცა თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის 2 სტუდენტს.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი
« იხ. ყველა ანონსი