2014-01-09

ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო თსუ-ში

9 იანვარს, 18:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი მწერლისა და მთარგმნელის ჯემალ აჯიაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

რუსთაველის პრემიის ლაურეატმა ჯემალ აჯიაშვილმა ქართულ ენაზე თარგმნა  შუა საუკუნეების ებრაული პოეზია, შექსპირი, დანტე, პეტრარქა, მიქელანჯელო, მაიაკოვსკი, ჩიკამაცუ და სხვა. იგი წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობდა ბიბლიის ებრაულსა და თანახის ტექსტებს.  

ღონისძიებაზე გაიმართება ჯემალ აჯიაშვილის  შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება  და საზოგადობრივი მაუწყებლის ოქროს ფონდიდან წარმოდგენილი იქნება აუდიო ჩანაწერები. 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ პირველი კორპუსი, 115 -ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი