2011-11-08

პროფესორ ნილ მაკფარლეინის საჯარო ლექცია

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორგანიზებული საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში 8 ნოემბერს, 17.00 სთ-ზე თსუ-ს მეორე კორპუსში, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ბიბლიოთეკაში, ოთახი №336  შედგება ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის ნილ მაკფარლეინის საჯარო ლექცია თემაზე:

ცივი ომის დასასრულის შესახებ

ლექციაზე დასწრება თავისუფალია ყველა დაინტერესებული პირისთვის. სამუშაო ენა - ინგლისური.

პროფესორი მაკფარლეინი ცნობილი ექსპერტია ყოფილი საბჭოთა კავშირის რეგიონში მიმდინარე ტრანსფორმაციის საკითხებში. პროფესორი მაკფარლეინი თავის კვლევებში განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. იგი აგრეთვე იკვლევს პოსტ-კომუნისტურ სახელმწიფოებში საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას, სამოქალაქო კონფლიქტების მოგვარებასა და პოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის საკითხებს.

პროფესორი ნილ მაკფარლეინი თანამშრომლობს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებასთან როგორც უცხოელი აკადემიური მრჩეველი. იგი აგრეთვე არის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ ადმინისტრირებული თსუ-ს საერთაშორისო, სადოქტორო პროგრამის ”საერთაშორისო ურთიერთობების” აკადემიური ხელმძღვანელი.

საჯარო ლექციებზე წარმოდგენილ საკითხებში პროფესორი ნილ მაკფარლეინი გამოხატავს მხოლოდ საკუთარ სამეცნიერო ხედვას. ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.


GEO     ENG 
« იხ. ყველა ანონსი