2011-11-08
პროფესორ ნილ მაკფარლეინის საჯარო ლექცია
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორგანიზებული საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში 8 ნოემბერს, 17.00 სთ-ზე თსუ-ს მეორე კორპუსში, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ბიბლიოთეკაში, ოთახი №336 შედგება ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის ნილ მაკფარლეინის საჯარო ლექცია თემაზე:
ცივი ომის დასასრულის შესახებ
ლექციაზე დასწრება თავისუფალია ყველა დაინტერესებული პირისთვის. სამუშაო ენა - ინგლისური.
პროფესორი მაკფარლეინი ცნობილი ექსპერტია ყოფილი საბჭოთა კავშირის რეგიონში მიმდინარე ტრანსფორმაციის საკითხებში. პროფესორი მაკფარლეინი თავის კვლევებში განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. იგი აგრეთვე იკვლევს პოსტ-კომუნისტურ სახელმწიფოებში საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას, სამოქალაქო კონფლიქტების მოგვარებასა და პოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის საკითხებს.
პროფესორი ნილ მაკფარლეინი თანამშრომლობს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებასთან როგორც უცხოელი აკადემიური მრჩეველი. იგი აგრეთვე არის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ ადმინისტრირებული თსუ-ს საერთაშორისო, სადოქტორო პროგრამის ”საერთაშორისო ურთიერთობების” აკადემიური ხელმძღვანელი.
საჯარო ლექციებზე წარმოდგენილ საკითხებში პროფესორი ნილ მაკფარლეინი გამოხატავს მხოლოდ საკუთარ სამეცნიერო ხედვას. ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.
« იხ. ყველა ანონსი