2018-11-20

პროფესორ გიორგი ხუციშვილის დაბადების 70-წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება

20 ნოემბერს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორ გიორგი ხუციშვილის დაბადების 70-წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

გამომსვლელები ისაუბრებენ გიორგი ხუციშვილის მოღვაწეობასა და მის წვლილზე კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და მშვიდობისმშენებლობის საქმეში საქართველოსა და კავკასიის რეგიონში.

ღონისძიებაზე ფილოსოფიის მენიერებათა დოქტორის, პროფესორ გიორგი ხუციშვილის ნაშრომთა პრეზენტაცია გაიმართება.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი.



« იხ. ყველა ანონსი