2016-12-09

შეხვედრა მწერალ თამარ სუბელიანთან

9 დეკემბერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება ახალგაზრდა მწერლისა და მთარგმნელის, თამარ სუბელიანის შეხვედრა სტუდენტებთან და მისი შემოქმედებით დაინტერესებულ ადამიანებთან. 2016 წელს გამოცემული წიგნისათვის - ,,მდინარეს თევზები შეჭამენ’’, რომელმაც მკითხველის დიდი სიყვარული დაიმსახურა, თამარ სუბელიანი ,,წინანდლის პრემიის’’ ლაურეატი გახდა პროზაში. შეხვედრაზე მწერალი ისაუბრებს აღნიშნულ წიგნზე, თარგმანებსა და სამომავლო გეგმებზე.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი