2016-05-27
გამოფენა ”საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა ევროპაში”
27 მაისს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმში გაიმართება გამოფენა სახელწოდებით
”საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა ევროპაში”. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ჟენევაში დაარსებული საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის (1914-1918 წწ.) პოლიტიკური ბრძოლის ამსახველი ფოტო და წერილობითი მასალები.
საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა პირველი მსოფლიო ომის დროს ფასდაუდებელი შრომა გასწია გერმანიის, ავსტრია-უნგრეთისა და ოსმალეთის მთავრობებთან პოლიტიკური ურთიერთობების დასამყარებლად. გააფორმა მათ წარმომადგენლებთან უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები, რითაც მოამზადა პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძველი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისათვის.
ღონისძიებას დაესწრებიან თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, პროფესორები, სტუდენტები და ქართული ემიგრაციის წარმომადგენლები.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ . 13, თსუ მე-8 კორპუსი, თსუ ემიგრაციის მუზეუმი
« იხ. ყველა ანონსი