2012-05-11

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თსუ-ში

11 მაისს, 16.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინათინ ბურჯალიანი სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდება. შეხვედრაზე განიხილება თემები: 1. რეფორმები იუსტიციის სფეროში და 2. წარმომადგენლობა საერთაშორისო სასამართლოებში.  შეხვედრის ბოლოს გაიმართება დისკუსია.
მისამართი; ი. ჭავჭავაძის გამზ. 3, თსუ მეორე კორპუსი,  I სართული, კერძო სამართლის მიმართულების ბიბლიოთეკა

« იხ. ყველა ანონსი