2017-12-06

კომპანია "კარფურის" წარმომადგენლების შეხვედრა თსუ სტუდენტებთან

6 დეკემბერს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპანია "კარფურის" წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდებიან და კომპანიის შესახებ პრეზენტაციას გამართავენ, ასევე სტუდენტებს გააცნობენ ინფორმაციას კომპანიაში არსებული კარიერული განვითარების შესაძლებლობებსა და აქტიური ვაკანსიების შესახებ. მსურველები იქვე შეძლებენ სააპლიკაციო ფორმების შევსებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

მისამართი:თსუ მე -10კორპუსი (მაღლივი), 206 -ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი