2012-01-10

ივ. ბერიტაშვილის დაბადების 127 წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომა

10 იანვარს, 14.00 საათზე ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივ.ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგთა საზოგადოების და ივ.ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ორგანიზებით აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის დაბადების 127 წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომა ჩატარდება.
სხდომის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი.
მის.: თსუ I კორპუსი

« იხ. ყველა ანონსი