2014-06-23
ბაირონის მე-40 საერთაშორისო კონფერენცია
23 ივნისს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაირონის მე-40 საერთაშორისო კონფერენცია „ბაირონი დედანსა და თარგმანში“ გაიმართება.
კონფერენციაში თსუ სტუდენტებთან, აკადემიური წრეების და ფართო საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან ერთად, მსოფლიოს 20 ქვეყნის 100 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. დელეგატებს შორის იქნებიან დიდი ინგლისელი პოეტის პირდაპირი შთამომავლები: ლორდ ბაირონი, ლედი ბაირონი, გრაფი ლიტონი და გრაფინია ლიტონი.
კონფერენციის მონაწილეები 6 დღის განმავლობაში 43 მოხსენებას წაიკითხავენ. ბაირონის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია 1974 წლიდან იმართება ბაირონთან დაკავშირებულ რომელიმე ქვეყანაში, სადაც მიმდინარეობს ბაირონის შემოქმედების საფუძვლიანი კვლევა.
ღონისძიებაზე თსუ პროფესორის, თბილისის ბაირონის სკოლის დირექტორის ინესა მერაბიშვილის წიგნის „ინესა მერაბიშვილი, შეხვედრა ლორდ ბაირონთან“ გაიმართება.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი