2015-09-25

ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის მე-6 კონფერენცია “თბილისი 2015: ინსულტის პრევენცია, დიაგნოზირება და მკურნალობა”

25 სექტემბერს, 09.00 საათზე გაიმართება ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის მე-6 კონფერენცია “თბილისი 2015: ინსულტის პრევენცია, დიაგნოზირება და მკურნალობა”. ღონისძიებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა,  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილაური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი მარინე ჩიტაშვილი, ქართველი და უცხოელი ნევრილოგები დაესწრებიან.

ცერებრული ინსულტის პრობლემა უაღრესად აქტუალურია, რადგანაც იგი მეორე ადგილეზეა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ, როგორც მოზრდილთა სიკვდილობის მიზეზი და უდავო ლიდერია, როგორც ფუნქციური უნარშეზღუდულობის და მყარი ინვალიდობის გამომწვევი დაავადება. განსაკუთრებით მაღალია ინსულტის სოციალურ-ეკონომიკური ტვირთი საზოგადოებაზე - განვითარებულ ქვეყნებში ინსულტით გამოწვეული წლიური ეკონომიკური ზარალი რამოდენიმე ათეულ მილიარდ დოლარს აღწევს. არანაკლებ აქტუალურია ინსულტის პრობლემა საქართველოში და სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით თბილისში უკვე მეექვსედ (ყოველ 3 წელიწადში ერთხელ) იმართება საერთაშორისო კონფერენცია. ღონისძიების ორგანიზატორები არიან თსუ მედიცინის ფაკულტეტი,  საქართველოს ინსულტის ასოციაციის და პეტრე სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტი. კონფერენცია ეძღვნება დაავადების პრევენციის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის აქტუალურ საკითხებს. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ 20-ზე მეტი ქვეყნის (აშშ-ის,  გერმანიის ფედერაციული რეპუბლიკის, ისრაელის, უნგრეთის, იტალიის, კანადის, პორტუგალიის, შვედეთის, თურქეთის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის,  პოლონეთის, ხორვატიის, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უკრაინის, უზბეკეთის, თურქმენეთის) სხვადასხვა უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტებისა და სამედიცინო  ცენტრების ინსულტის დარგში  მოღვაწე წამყვანი მეცნიერ-მკვლევრები  და  ცნობილი ექიმ-ნევროლოგები. 

სამდღიანი კონფერენცია დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.

მისამართი: თბილისი, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი “


« იხ. ყველა ანონსი