2012-02-27

აკაკი შანიძის დაბადების 125–ე წლისთავისადმი მიძღვნილი საჯარო სხდომა

  27  თებერვალს, 11.00 საათზე  ივ. ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის ქართული  ენის  ინსტიტუტი მართავს აკადემიკოს აკაკი  შანიძის დაბადების  125–ე  წლისთავისადმი მიძღვნილ საჯარო  სხდომას. დასაწყისი  11  საათზე. მისამართი:  თსუ,  I  კორპუსი, II სართული, აუდიტორია N201.

დღის წესრიგი

შესავალი სიტყვა – დარეჯან თვალთვაძე
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი

1. მზექალა შანიძე – ფსალმუნთა სათაურების განმარტება ეფრემ მცირის „ფსალმუნთა თარგმანებაში“
2. ზურაბ ჭუმბურიძე – სვანური უმლაუტის კვალი ქართულ წერილობით წყაროებში
3. დამანა მელიქიშვილი – R-ი სტრუქტურის სტატიკურ ზმნათა ადგილი სერიებისა და მწკრივების სისტემაში
4. ივანე ლეჟავა, სოფიო მუჯირი, ციური ახვლედიანი – ინტონაციის ტიპოლოგიური ანალიზი სამენოვან კონტრასტულ მოდელში (ქართული, გერმანული და ფრანგული ენების მასალაზე)
5. სალომე ომიაძე – „აბადია“, გააჩნია“, „მოეპოვება“, “მოეძევება“ თანამედროვე მედიადისკურსში
6. რუსუდან ზექალაშვილი – ზმნის ხმოვანპრეფიქსთა შესახებ გერმანულენოვან ენათმეცნიერულ ლიტერატურაში
7. ინგა სანიკიძე – ზოგიერთი ზმნიზედის ფუნქციური ცვლილებისათვის ქართულში
8. პაატა ცხადაია – სვანიზმებისა და ზანიზმების შესახებ რაჭის ტოპონიმიაში
9. ვახტანგ იმნაიშვილი – ო- ფუძიანი გეოგრაფიული სახელების კვეცის იშვიათი შემთხვევები თანამედროვე ქართულში

« იხ. ყველა ანონსი