2012-11-28

ამერიკული ჯაზ-კვარტეტის კონცერტი თსუ-ში

28 ნოემბერს, 19.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არი როლანდის ჯაზ-კვარტეტის  კონცერტი გაიმართება.
ნიუ-იორკული ჯაზ-კვარტეტის მუსიკა შთაგონებულია ჯაზის დიდი ოსტატების - ლუი არმსტრონგის, დიუკ ელინგტონის, ჩარლი პარკერის და დიზი გილესპის შემოქმედებით. კვარტეტი ასრულებს სიმღერებს ჯაზის „ოქროს ხანიდან“. დატვირთული საკონცერტო ტურების პარალელურად არი როლანდის ჯაზ-კვარტეტი ახორციელებს ჯაზის საერთაშორისო პროგრამებს და ჯაზის დასაკრავად აერთიანებს ახალგაზრდა მუსიკოსებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კულტურული წარმომადგენლების რანგში კვარტეტმა 40 ქვეყანაში 88 ტური ჩაატარა.  
არი როლანდის ჯაზ კვარტეტი კონცერტებს თსუ-სა და  საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ჩაატარებს: 27 ნოემბერი  –  თელავის სამუსიკო სასწავლებელი (დასაწყისი 16:00 სთ); 29 ნოემბერი –  ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრი და საკონცერტო დარბაზი (დასაწყისი 18:00 სთ);  30 ნოემბერი – კახეთი, ლოპოტას ტბა, საღამო ჯეზ ანლიმიტიდთან ერთად (დასაწყისი 18:00 სთ). კონცერტებზე დასწრება თავისუფალია.
კონცერტი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზებით გაიმართება.


მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი.

« იხ. ყველა ანონსი