2016-03-31

წიგნის „გენდერული სტატისტიკის საკითხები“ პრეზენტაცია

31 მარტს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორის სიმონ გელაშვილისა და მოწვეული ასოცირებული პროფესორის ლია ჩარექიშვილის წიგნის „გენდერული სტატისტიკის საკითხები“ პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნი გამოცემულია აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.

მისამართი: უნივერსიტეტის ქუჩა N 2, თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსი, 206-ე აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი