2010-10-22

ხათუნა კალმახელიძე სტუმრად თსუ–ში

22 ოქტომბერს 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე ეწვევა. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს მინისტრი სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე საქმიანობისა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ ესაუბრება.  სტუდენტებს ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესახებ, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში თავისუფლების აღკვეთის ალტერნატივად განიხილება.

შეხვედრაზე ხათუნა კალმახელიძე  სტუდენტებს  სამინისტროში სტაჟირების პირობებსაც  გააცნობს.


მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეორე კორპუსი, პირველი სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი