2015-04-03

შეხვედრა მსახიობ გიორგი ნაკაშიძესთან

3 აპრილს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა   და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ინიციატივით, მსახიობ გიორგი ნაკაშიძესთან  შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრა ეძღვნება “ოსკარის“ ნომინაციაზე წარდგენილი ფილმის „მანდარინები“ წარმატებას. შეხვედრაზე მსახიობი ისაუბრებს ამერიკულ შთაბეჭდილებებზე, ამერიკულ კინემატოგრაფსა და საკუთარ შემოქმედებაზე.

მისამართი: თსუ II კორპუსი, ოთახი №165, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი     

« იხ. ყველა ანონსი