2016-11-04

ევროპის მათემატიკოსთა კავშირის სხდომა

4 ნოემბერს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ევროპის მათემატიკოსთა კავშირის სხდომა. ღონისძიებას დაესწრებიან თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და კავშირის უმაღლესი მმართველი აღმასრულებელი კომიტეტის წევრები სხვადასხვა ქვეყნიდან. ღონისძიება 6 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ#1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

 
« იხ. ყველა ანონსი