2019-07-01

შეხვედრა „სტარტაპ ეკოსისტემა უნივერსიტეტში“

1 ივლისს, 12:30საათზე, თსუ-ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი ინოვაციური მეწარმეობის წარმომადგენლებისთვის აწყობს შეხვედრას - „სტარტაპ ეკოსისტემა უნივერსიტეტში“.

შეხვედრის მიზანია უნივერსიტეტი გახდეს ინოვაციური მეწარმეობის ეკოსისტემის სხვადასხვა აქტორის ერთმანეთთან დასაკავშირებელი პლატფორმა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება ცენტრის ექვსთვიანი მუშაობის შეჯამება, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები. დამსწრეები გაეცნობიან ცენტრის მიერ შემოთავაზებულ შესაძლებლობებს და მიიღებენ ინოვაციურ მეწარმეობაში მონაწილეობისთვის საჭირო ინფორმაციას და სასარგებლო კავშირებს.
ღონისძიებას გაუძღვებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შარვაშიძე და თსუ-ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ მელქაძე.

ღონისძიება ხორციელდება პროგრამა „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ დაფინანსებით. დასწრება თავისუფალია.
ღონისძიების ხანგრძლივობა: 2 საათი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. # 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე.



« იხ. ყველა ანონსი