2014-04-24

სტუდენტური ფორუმი

24 აპრილს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა ყოველწლიური სამეცნიერო ფორუმი გაიმართება. ფორუმზე  ფაკულტეტების საბჭოების მიერ შერჩეულ საუკეთესო მოხსენებებს წაიკითხავენ მათი ავტორები-თსუ სტუდენტები. თითო ფაკულტეტიდან წარმოდგენილი იქნება სამივე საფეხურის სტუდენტთა თითო-თითო ნაშრომი.  ფორუმში მონაწილე მოხსენების ავტორებს გადაეცემათ სერთიფიკატი და წამახალისებელი თანხა: ბაკალავრებისთვის - 500 ლარის, მაგისტრანტებითვის -  1000 ლარის, დოქტორანტებისთვის -  1500 ლარის ოდენობით.
სტუდენტური ფორუმი 25 აპრილს დასრულდება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია « იხ. ყველა ანონსი