2014-11-11

„გზავნილი რაჭიდან“

11 ნოემბერს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალის „გზავნილი რაჭიდან“ პრეზენტაცია გაიმართება. ჟურნალთან ერთად წარმოდგენილი იქნება ფოტო და ვიდეო რეპორტაჟები, რომლებშიც ზემო რაჭის მაცხოვრებლები საკუთარ ცხოვრებაზე და რეგიონში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ.

თსუ-ის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტები ონის რაიონის სოფელ უწერას სტუმრობდნენ და ერთი კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ როგორია აქა-იქ შემორჩენილი რამდენიმე ოჯახის და თითქმის დაცლილი სოფლების ცხოვრება.

ჟურნალი მომზადებულია სასწავლო საგნის „ბეჭდური მედია 2“-ის ფარგლებში.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი,  სააქტო დარბაზის ფოიე

« იხ. ყველა ანონსი