2013-04-12

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრს შორის

12 აპრილს, 12.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და ცენტრის დირექტორი დავით მაისურაძე მოაწერენ ხელს.
 ხელშეკრულების თანახმად, ყოფილი მსჯავრდებულების და განრიდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის უნივერსიტეტი და ცენტრი ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს განახორციელებენ; პროექტების განსახორციელებელად ერთობლივად მოიძიებენ დაფინანსების წყაროებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს ყოფილი მსჯავრდებულებისთვის და განრიდებულებისთვის პროფესიული გადამზადების პროგრამების შექმნას, რომელიც მათ დაეხმარებათ კვალიფიკაციის ამაღლებასა და შრომის ბაზარზე თავის დამკვიდრებაში. პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსებში გადამისამართდებიან ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე გათავისუფლებული მსჯავრდებულები.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი


« იხ. ყველა ანონსი