2013-04-23

ივანე ჯავახიშვილის იუბილე და წიგნის საერთაშორისო დღე თსუ-ში

23 აპრილს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 137 წლის იუბილე და წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნება.  

თსუ ბიბლიოთეკის რუსთაველის სახელობის ცენტრალურ სამკითხველო დარბაზში სტუდენტები რამდენიმე საათის განმავლობაში  ბიბლიოთეკართა ნაცვლად  მოემსახურებიან მკითხველს. ამავე დროს, ბიბლიოთეკაში წარმოდგენილი იქნება ივანე ჯავახიშვილის ავტორობით გამოცემული ნაშრომები.

 თსუ მუზეუმში  გამოიფინება ივანე ჯავახიშვილის პირადი ნივთები, ხელნაწერები, სამეცნიერო გამოცემები, ავტოგრაფები, ჩანახატები და მისი მეგობრებისა და ოჯახის წევრების ფოტოები.
ღონისძიების დასასრულს თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, პროფესორები და სტუდენტები ყვავილებით შეამკობენ ივანე ჯავახიშვილის საფლავს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი

« იხ. ყველა ანონსი