2012-06-08

საერთაშორისო კონფერენცია "ეფექტური მმართველობა შავიზღვისპირა აუზის ქვეყნებში"

8 ივნისს, 09.00 საათზე  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კონფერენცია "ეფექტური მართველობა შავიზღვისპირა აუზის ქვეყნებში."
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტები,დიპლომატიური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირის და შავიზღვისპირა აუზის ქვეყნებიდან, ასევე მთავრობის, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
კონფერენციის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს შავიზღვისპირა ქვეყნების და სამხრეთ კავკასიის დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუტების გაძლიერებას, ეფექტური მმართველობის წარმატებული მეთოდების ერთმანეთისთვის გაცნობას და დემოკრატიული კულტურის ევროპული გამოცდილების გაზიარებას.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან თსუ, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ვენის პარლამენტარიზმისა და დემოკრატიის ინსტიტუტი; თანაორგანიზატორები არიან თბილისის მერია და ვენის მერია.
           კონფერენციის დამთავრებისთანავე 18:00 საათზე „ევროპის სახლში“ დაგეგმილია წიგნის “ The Culture of Governance: the Black Sea” პრეზენტაცია და პრესკონფერენცია ჟურნალისტებისთვის.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 06 აუდიტორია
English













« იხ. ყველა ანონსი