2018-04-27

მემორანდუმი თსუ-სა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის

27 აპრილს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მოაწერენ.

ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მხარეები მოამზადებენ ერთობლივ პროექტებს. მემორანდუმის მიზანია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ქართველ და უცხოელ  მოქალაქეთა შორის ცნობიერების ამაღლება,  საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხებისა და პიროვნებების პოპულარიზაციის საშუალებით; ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიმართული იქნება სტუდენტებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის შესწავლის წახალისებისკენ,  ამავე პერიოდის მასალების ფართო აუდიტორიის გაცნობისკენ.

მემორანდუმის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი სტუდენტებისთვის გამოაცხადებს ესსეების კონკურსს.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107- ე აუდიტორია.

« იხ. ყველა ანონსი