2013-03-13

სტუდენტური კონფერენცია კრიმინოლოგიაში

13 მარტს, 15.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი გამართავს სტუდენტურ კოფერენციას კრიმინოლოგიაში. კონფერენციაში თსუ-ს ის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას, რომელთა ნაშრომები გადავიდა მეორე ტურში. ღონისძიებას  თსუ-ს პროფესორები და მოწვეული სტუმრები დ ესწრებიან. მონაწილეები შემდეგ თემებს წარადგენენ:
1. ქალაქის დაგეგმარების გავლენა ძალადობრივ დანაშაულზე.
2. ქონების ჩამორთმევისას უდანაშაულო მესაკუთრის კონსტიტუციით
გარანტირებული საკუთრების უფლების და ორგანიზებული დანაშაულის აღკვეთის საჯარო ინტერესის კოლიზიის პრობლემური საკითხები.
3. ძალადობა და მისი გამომწვევი მიზეზები ქართულ პენიტენციურ სისტემაში.
4. მეკობრეობის განვითარება და თანამედროვეობა.
5. ქალაქის დაგეგმარების გავლენა ძალადობრივ დანაშაულზე.
6. ჯეიმს ჰობსის კრიმინოლოგიური ანალიზი.
7. ჰომოფობიური ძალადობის რისკ ფაქტორები საქართველოში.

კონფერენციაში პირველ ადგილზე გასული დაჯილდოვდება ფულადი პრიზით, ხოლო დანარჩენები-წიგნებით. ყველა მონაწილეს გადაეცემა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. გამარჯვებულს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებით დაკომპლექტებული კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
დასწრება თავისუფალია!
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი