2010-12-20

თსუ-სა და საქსტატს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

თსუ-სა და საქსტატს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

20 დეკემბერს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს  თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილი და საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე მოაწერენ ხელს. მემორანდუმის მიზანია საქსტატის სისტემაში სტუდენტების აქტიური ჩართვა და მათთვის სასწავლო პრაქტიკის და სტაჟირების შეთავაზება. თანამშრომლობის ფარგლებში საქსტატის წარმომადგენლები თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური სტატისტიკის კათედრასთან მეთოდოლოგიურ საკითხებზე იმუშავებენ და მნიშვნელოვანი სტატისტიკური პროექტების განსახორციელებლად ერთობლივ სამუშაო ჯგუფებს ჩამოაყალიბებენ.


მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, I სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა

« იხ. ყველა ანონსი