2010-01-31

შეხვედრა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელებთან

ოთხშაბათს, 3 თებერვალს 16:00-18:00 საათზე თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური აწყობს შეხვედრას თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა  და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელებთან. შეხვედრაზე განიხილება ინსტიტუციური აკრედიტაციისთვის მზადების პროცესთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრა გაიმართება თსუ მე–2 კორპუსში, გაეროს აუდიტორიაში.
« იხ. ყველა ანონსი