2016-09-27
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალი სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონიალს გამართავს
27 სექტემბერს, 15:00 საათზე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალი სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონიალს უმასპინძლებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე პრეზიდენტი ნენსი ლი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე. სპეციალურად ამ ცერემონიისთვის საქართველოს ეწვია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების დელეგაცია. ამერიკელი პროფესორები სიტყვით მიმართავენ შეკრებილ პირველკურსელებს და მიულოცავენ მათ ახალი სასწავლო წლის დაწყებას.
მისამართი: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, გუდიაშვილის ქუჩა #7
« იხ. ყველა ანონსი
მისამართი: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, გუდიაშვილის ქუჩა #7