2014-04-23
გამოფენა „ერთადერთი რაინდი“
23 აპრილს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა
„ერთადერთი რაინდი“ გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება თსუ-ს მუზეუმში დაცული მეცნიერის პირადი მემორიალური ნივთები და დოკუმენტები, აგრეთვე უნივერსიტეტის დაარსების ამსახველი ფოტო-დოკუმენტური მასალა, რომელიც უნივერსიტეტის ისტორიაში განხორციელებულ ღირსშესანიშნავ ფაქტებს ქრონოლოგიურად გადმოგვცემს.
ღონისძიების ორგანიზატორებია თსუ მუზეუმი და საქართველოს ეროვნული არქივი.
ცნობილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, პირველი ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი ივანე ჯავახიშვილი დაიბადა 1876 წლის 23 აპრილს. საქართველოს საზოგადოება 2014 წელს მეცნიერის 138 წლის იუბილეს აღნიშნავს.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მესამე სართული, მუზეუმის საგამოფენო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი