2012-05-24

ჟენევის მოლაპარაკებების გამოწვევები

24 მაისს, 15.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში  საჯარო პანელი გაიმართება. ღონისძიების თემაა: ჟენევის მოლაპარაკებების გამოწვევები. მთავარი მომხსენებლები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი.
ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი.
სამუშაო ენა: ინგლისური
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, ოთახი #107 (ჯავახიშვილის სახელობის დარბაზი).
ENGLISH
« იხ. ყველა ანონსი